Drei Kinder sitzen auf einer Treppe und gucken in die Kamera
© Samer Daboul

კეთილი იყოს მობრძანება „შენს ტერიტორიაზე“

ძვირფასო მშობლებო,  ყველა ბავშვს უყვარს ისტორიები! როცა  უკითხავთ ან უყვებით, თქვენს შვილთან ერთად შეგიძლიათ ბევრი ამბავი გამოიგონოთ. ეს შვილთან ერთად ძალიან გაგართობთ

დავიწყოთ! ეს სურათებიანი ლექსიკონია თქვენს ენაზე.

Ერთი დღე სოფიასთან, ენესთან და ამირთან ერთად

გადაშალე წიგნი

გზაში ელიფსა და მალიკთან ერთად

გადაშალე წიგნი

თუმცა უპირატესობაც ბევრია.

იმიტომ რომ ხმამაღლა კითხვისას და მოყოლისას:

  • შვილთან ერთად კარგ დროს ატარებთ.
  • თქვენი შვილი ახალ სიტყვებს სწავლობს.
  • თქვენს შვილს ახალი იდეები მოსდის.
  • ბავშვი სხვების თანაგრძნობას სწავლობს.
  • თქვენი შვილი ახალ ცოდნას იძენს.
  • თქვენს შვილს სურვილი უჩნდება, თავად ისწავლოს კითხვა, ბავშვი სკოლისთვის უკეთ მოემზადება.

შეგიძლიათ ახლავე დაუწყოთ წაკითხვა.

ასე შეძლებთ ამორჩევას:

რომელ ენაზე მირჩევნია წავუკითხო? იმიტომ რომ ხმამაღლა წაკითხვა ყველა ენაზე კარგია! თქვენი ენა არ არის თარგმანებში? ეს სულაც არაა პრობლემა.

შეგიძლიათ უბრალოდ სურათები დაათვალიეროთ თქვენს შვილთან ერთად. თან კი საკუთრი ამბები მოიგონოთ.

აი, კიდევ რამდენიმე რჩევა ხმამაღლა კითხვისათვის:

ხმამაღლა წაკითხვა ყოველდღე შეიძლება!

ეს კი თქვენს შვილს განვითარებაში ეხმარება. საჭირო არ არის მთელი წიგნის ერთბაშად წაკითხვა. შეგიძლიათ მხოლოდ ცალკეული გვერდები წაუკითხოთ.

ბავშვს თავად გადააწყვეტინეთ: დღეს ეს გვერდი იყოს.

ელაპარაკეთ თქვენს შვილს!

შეიძლება კითხვისას გაგაწყვეტინოთ. ეს ცუდი არაა. ვინაიდან მოსმენილსა და სურათებზე საუბარიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, წიგნში არის აგრეთვე საძიებო შეკითხვები. მაშინ შეგიძლიათ თქვენს შვილთან ერთად სურათებზე იპოვოთ საძიებო ნივთები. მერე ამ ნივთის სახელიც თქვით. სულერთია, გერმანულად თუ სხვა ენაზე. შეგიძლიათ საკუთრი საძიებო-კითხვებით გამოიგონოთ. მაგალითად: „იპოვე წიგნში ყველა წითელი საგანი“.

არ არის საჭირო მსახიობი იყოთ!

ხმამაღლა კითხვისას მსახიობობა არ გჭირდებათ. თქვენს შვილს ისედაც ძალიან მოეწონება. ბავშვისთვის წაკითხვა უნდა გსიამოვნებდეთ. შეგიძლიათ ხან უფრო ხმამაღლა, ხანაც უფრო ხმადაბლა იკითხოთ. ანდა ხან უფრო ჩქარა, ხანაც უფრო ნელა. იმის მიხედვით, ამბავს როგორ უხდება.

Nach oben scrollen
Jetzt spenden!